Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ვიმუშავეთ პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტზე და პორტფოლიოს ჩეკლისტზე. გადავამოწმეთ პროექტის გეგმის შაბლონები და მოვუსმინეთ ტრენინგის მონაწილეთა შემაჯამებელ პრეზენტაციებს. გამოვთქვით შენიშვნები, ასევე აღვნიშნეთ დადებითი მხარეები. უკუკავშირი შედგა.

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა და საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა ჩემთვის.

მადლობა ტრენერს, ქალბატონ რუსუდან მარკოზაშვილს, საინტერესო ტრენინგებისთვის.

პროექტის პორტფოლიო

ბრბოს ფსიქოლოგიის პრობლემა

Friday, July 6, 2018

ტრენინგის მერვე დღე
შევაჯამეთ წინა ტრენინგების შედეგები.შემდეგ ვიმსჯელეთ ფასილიტაციასა და დიფერენცირებაზე. როგორ უნდა შევქმნათ  შაბლონები. როგორ უნდა ჩავრთოთ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ვიმუშავეთ სასწავლო გეგმაზე. დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

Friday, June 29, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღეს ვისწავლე, თუ როგორ უნდა დავდოთ ბლოგზე  პრეზენტაცია. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. შეფასების ხუთი სტრატეგიიდან  შევარჩიე ჩემთვის საინტერესო აქტივობების შესაბამისი მეთოდები. მეექვსე დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გამო, რომ უფრო კარგად გავერკვიე კომპიუტერულ ტექნიკაში. ვიგრძენი წინსვლა.უფრო სახალისო გახდა მუშაობა.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისაუბრეთ ბლოგზე მუშაობის შესახებ. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაფორმოთ  ვიზუალურად ბლოგი. როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ინფორმაცია, ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. რომ უნდა მივუთითოთ ავტორები. საიდან მაქვს აღებული ინფორმაცია ან ესა თუ ის ფოტო.

Friday, June 22, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე


განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა.პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.გავეცანით თითოეული მონაწილის პროექტის თემის საკვანძო კითხვებს.გადავედით შეფასებებზე.მიმოვიხილეთ ხუთი სტრატეგია.
ავირჩიეთ წინარე ცოდნის შეფასების ერთ-ერთი მეთოდი - ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე.გავეცანითპროექტის პრეზენტაციის შაბლონს.