ვიმუშავეთ პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტზე და პორტფოლიოს ჩეკლისტზე. გადავამოწმეთ პროექტის გეგმის შაბლონები და მოვუსმინეთ ტრენინგის მონაწილეთა შემაჯამებელ პრეზენტაციებს. გამოვთქვით შენიშვნები, ასევე აღვნიშნეთ დადებითი მხარეები. უკუკავშირი შედგა.
ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა და საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა ჩემთვის.
მადლობა ტრენერს, ქალბატონ რუსუდან მარკოზაშვილს, საინტერესო ტრენინგებისთვის.
Wednesday, July 11, 2018
Friday, July 6, 2018
Friday, June 29, 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს ვისწავლე, თუ როგორ უნდა დავდოთ ბლოგზე პრეზენტაცია. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. შეფასების ხუთი სტრატეგიიდან შევარჩიე ჩემთვის საინტერესო აქტივობების შესაბამისი მეთოდები. მეექვსე დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გამო, რომ უფრო კარგად გავერკვიე კომპიუტერულ ტექნიკაში. ვიგრძენი წინსვლა.უფრო სახალისო გახდა მუშაობა.
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს ვისაუბრეთ ბლოგზე მუშაობის შესახებ. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაფორმოთ ვიზუალურად ბლოგი. როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ინფორმაცია, ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. რომ უნდა მივუთითოთ ავტორები. საიდან მაქვს აღებული ინფორმაცია ან ესა თუ ის ფოტო.
Friday, June 22, 2018
ტრენინგის მეოთხე დღე
განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა.პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.გავეცანით თითოეული მონაწილის პროექტის თემის საკვანძო კითხვებს.გადავედით შეფასებებზე.მიმოვიხილეთ ხუთი სტრატეგია.
ავირჩიეთ წინარე ცოდნის შეფასების ერთ-ერთი მეთოდი - ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე.გავეცანითპროექტის პრეზენტაციის შაბლონს.
Thursday, June 21, 2018
ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების პროექტზე მორგებაზე. ასევე გავაანალიზეთ კითხვათა სახეები( ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი).
Sunday, June 17, 2018
ტრენინგის მეორე დღე
შევარჩიე სამი უნარ-ჩვევა.ვიმუშავეთ პროექტის სექმნაზე. შევქმენით ბუკლეტი., რაც ძალიან საინტერესო იყო. ჩავინიშნე საშინაო დავალება,რომელიც შწმდეგი დღისათვის უნდა წარმოვადგინოთ.
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს დავიწყე მუშაობა პროექტის შედგენაზე.ტრენერმა აგვიხსნა,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტზე. მოვიფიქრე თემა, რომელზედაც უნდა ვიმუშაო. ეს არის "ბრბოს ფსიქოლოგია" გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხის "მიხედვით.პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)